,,მიყვარს მეტრო. იმიტომ მიყვარს, რომ ,,ძაან პატიოსანია''.
აბა წარმოიდგინე, ადიხარ ვაგონში. დასაჯდომი არსად არის, პირველივე თავისუფალ, კართან მიაჭრი და მიეყუდები! მაგრამ მას გარკვევით აწერია, ნუ მიეყრდნობით!
შენც უკვე იცი, რომ ის შესაძლოა ნებისმიერ დროს გაიღოს და თუ მთელი ძალით ხარ მიყრდნობილი ისე გადავარდები ვაგონიდან თითქოს იქ არც ყოფილხარ.
ვის დაადანაშაულებ? კარს გარკვევით აწერია, ნუ მიეყრდნობით!
ძალიან საინტერესო შემოთავაზება მაქვს, იქნებ ხალხსაც ავაკრათ წარწერა, ნუ მიეყრდნობით!
ან კიდევ უკეთესი, ნუ მიეჯაჭვებით! ან ნუ მიეჩვევით!
აი მაგალითად, გაიცნობ ადამიანს, რომელსაც შუბლზე აწერია, ნუ მომეჩვევი! რა ხდება ამ დროს?
შენ არ წყვეტ მასთან ურთიერთობას, შესაძლოა ღამეებიც გაათენო საუბ