**"ისინი გეტყვიან, რომ გვერდში გიდგანან საჭირო დროს და, რომ შენ არაფრის შიში არ უნდა გქონდეს. დადგება "საჭირო" დროც, მიიხედ-მოიხედავ ირგვლივ და ვერავის დაინახავ. წყალივით აორთქლდებიან, ჯადოქრებივით გაქრებიან, მკვდრებივით ჩაიმარხავენ მიწაში თავებს. რომელიღაც მათგანი ვერ მოასწრებს მიწაში ბოლომდე ჩაძვრომას და თავი დარჩება სამხილივით მიწის ზემოთ. შენ კი მიხვალ და ღიმილით, მშრალ სილას მიაყრი სირცხვილისგან გაწითლეულ სახეზე. ღიმილითვე გამობრუნდები და არა მათზე, არამედ საკუთარ გულ-უბრყვილობაზ ე დაგწყდება სული."
**შემოეპარა წლები თებერვალს,
ვეღარ უთბება ბუხართან ძვლები.
სველ აღმართებზე ფეხი ერევა,
მთხარი, როდის დამავიწყდები...
გაყინულია მზეც და ქალაქიც,
ოთახი ჩრდილებს შეუჭამია,
დაუფიქრებლად მოგიპარავდი,
მორწმუნეები ნეტარ არიან...
სად იმალები, მორჩა თამაში,
გაზაფხულივით თბილად მოვედი.
როგორც იესო სხვა ქვეყანაში,
იცოდე, მეც კი გიპატრონებდი...
შემომხვევია ყელში ნისლები,
ალბათ ცრემლები ამის ბრალია.
მეზიზი, შენ რომ ვერ შეიცვლები,
წელში მოხრილი თებერვალია...
/მამა პეტრე/
***გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო...
გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე