გადაიპენტა თეთრად ტკივილი,სულში ნაცნობი,ცივი ქარია… არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი,უბრალოდ შორს წასვლა მინდა ძალიან…
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე,დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა,ვიცი გავა დრო,მაშინ მიხვდები,რომ ჩემთან მოსვლა დაგაგვიანდა...
წლები მათოვს და ქრება ღიმილი,უხეშად მაცლი ფერებს ყოველ დღე,არაფრად გიღირს სხვისი ტკივილი,მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?
აათასფერდა თავში ფიქრები,ერთიდან იქცა ტკივილი ასად,წლები გავა და მერე მიხვდები,რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად...
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,სულში ნაცნობი,ცივი ქარია,არ მინდა ახლა ბედთან...ჭიდილი... უბრალოდ შორს წასვლა მინდა ძალიან...
იქნებ სიცოცხლე ხარ.....
*****************************
ფიქრში ჩაძირული სიტყვებს გაურბიხარ,
მთვარეს სიჩუმეში რატომ ეჯიბრები,
თქვი და გაამხილე, გულზე მოგეშვება,
იქნებ ვინმეს ტანჯავ, ვინმეს ეფიქრები.
იქნებ შენი ნახვა ვინმეს ენატრება,
შენი თბილი გულის გულში გამეფება,
იქნებ სიყვარულის ალი დაუნთე და
უკვე ძნელი არის ცეცხლის განელება.
იქნებ სიცოცხლე ხარ, იქნებ სიხარული,
იქნებ ვინმეს გულში ჰპოვე სიყვარული,
იქნებ მალამო ხარ, ტკივილს ნუ მოუტან,
თორემ გვიანია მერე სინანული.
სულში ფორიაქობს გრძნობა მიმალული,
ძარღვებს ეხეთქება სისხლი მოწოლილი,
ისე ძლიერია გრძნობა სიყვარულის,
მასთან ყველა გრძნობა არის მოგონილი.