ეს უდიდესი აღთქმა ჩვენმა იესო ქრისტემ კაცობრიობას თავისი მიწიერი ცხოვრების დროს მისცა და ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომის, ამაღლებისა და აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს აღასრულა, როცა მამა ღმერთის ნებით ძემ თავის მოწაფეებსა და მოციქულებს სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით გარდამოუვლინა. მაშინ გამოჩნდა მიწაზე „სასუფეველი ღვთისა, მომავალი ძალითა". (მარკ. 9,1) ანუ ქრისტეს ეკლესია. აი, ამიტომ სამართლიანად უწოდებენ სულთმოფენობას „ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღეს". ამ უდიდეს მოვლენაში მონაწილეობდა წმინდა სამება. „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანის ვსცემთ, რამეთუ მან გვაცხოვნა ჩვენ"- სიხარულით გალობს ამ დღეს მოზეიმე წმინდა ეკლესია