ეს შენი მწვანე თვალებია ყველას რომ უყვარს,
ყველა ხედავს და ყველას უნდა ჩახედვა მათში,
ეგ სილამაზე შენს სრულყოფას ხაზს მკვეთრად უსვამს,
და დღემდე მიკვირს,როგორ ვზივარ უმისოდ სახლში.
ეს შენი თბილი თვალებია მზესაც რომ ათბობს,
მკვდარ დედამიწას სიცოცხლისფერს ჩუქნის და ავსებს,
ვინ არ ინატრებს წამითაც კი უღმერთო ამბორს,
მე კი ავტორი უცხო თვალებს გზას მივამსგავსებ.
იმ გზას,რომელზეც ჯერ ადრეა მოკვდავთა გავლა,
მხოლოდ რჩეულმა უნდა შესძლოს დალაშქვრა მისი,
რა ვქნა,არა მაქვს თავს ზემოთ მეტი ძალა
და აღარ მიყავრს გამოხედვა არცერთის სხვისი.
ეს შენი ოქროს თვალებია ოქროზე ძვირი,
სიამაყით და ალბათ ცოტა სილაღით სავსე,
მათ წინაშე ვარ დამნაშავე,უიღბლო მწირი
და მეშინია ვეღარ ვნახო ან სადმე ავცდე.
არ მეგულება დ