მამა-ფესვებია! მამა-მუხის ხეა!
მამა ფარია და რკინის აბჯარია!
მამა შვილის თვალში გმირი,მფარველია-
შვილზე კარგი მამას არვინ აბადია!..
ის დგას მოდარაჯედ შვილის ტკბილი ძილის,
მამებს უთქმელობით ძარღვი დაჰბერვიათ...
მამა დამცველია შვილის ღირსების და...
მისთვის სასიკეთოდ ბევრის ჩამდენია!..
...................
მამობა არ არის,არ არის იოლი!
მამობა იტვირთოს ბევრს არ შეუძლია!
მამა-შვილობა,დედა-შვილობის,
არანაკლები სიყვარულია!