მეც იმ დაღმართს მივუყვები ქვევით ხევში,
მეც იმ წყალში ჭყაპა-ჭყუპით ვბანაობ.
მეც ისევე მენატრება წვიმის თქეში,
საქანელაც, ხის ქვეშ როგორ ქანაობს
ალუბლებიც თვალწინ მიდგას ნაწვიმარში,
წვიმის შემდეგ ლეღვი მზეს რომ უღიმის.
თუთის ხიდან შავი თუთა ცვივა ქარში,
და ბროწეულს სახე სულ რომ უცინის.
მე ის სკოლაც მენატრება, ჩვენი სკოლა,
ნაძვები რომ უმშვენებდნენ ეზოს.
მენატრება იმ ეზოში თამაში და ხტომა,
გარემოში დარჩენილი გამარჯვების ექო.
მე ზამთარიც მენატრება იმ ბავშვობის,
მთელი ქუჩა სარკესავით კრიალა.
სიცივის და სრიალისგან ალეწილი სახეები,
ზედახორა წაქცევისგან და სიცილი წკრიალა.
მე ბავშვობის სოფლის სითბო მენატრება,
მეზობლების სჯა ბაასი მშვიდი, თბილი.
ჭირვარამში ერთმანეთის გვერდში დგომა
ლხინში ერთად მოლხინ
„რაც არ უნდა მშიერი იყო, ნელა ჭამე შვილო.
ქრისტე ზოგჯერ კაცის სახით ჩამოივლის ხოლმე, შეიძლება მოვიდეს და ლუკმა გთხოვოს, ხომ უნდა გქონდეს ცოტა მაინც დარჩენილი, რომ უწილადოო“, მეტყოდა ხოლმე ბებიაჩემი.
სწრაფად ჭამა ვიცოდი და ასე ცდილობდა ჩემს გადაჩვევას.
ერთხელ გზაზე მანქანა ტალახში ჩავარდნოდათ და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა უბანში. ჩვენ მოგვადგა კარზე.
ბებიაჩემი პურს აცხობდა. სუნი იდგა მთელს უბანში.
ვიქნებოდი ასე 8-9 წლისა და ეზოში ვთამაშობდი.
„უფროსი არის ვინმეო?“ პაპაჩემი არ იყო და დავუძახე ბებიაჩემს.
სამი მანეთი გაუწოდა იმან ბებიაჩემს, „ბებო, მანქანა ჩაგვივარდა ტალახში, ტრაქტორს ველოდებით, აქაურები არ ვართ, მთელი დღის მშივრები ვართ და 1-2 პური მოგვყიდეო“.
ბებიაჩემმა, „შემოდი შვილო
იცით როდის არის დედა ბედნიერი?
როცა შვილის გვერდით დილა უთენდება, როცა მფარველად ჰყავს მამაზეციერი, მაშინ დედას გული აღარ უბერდება. იცით როდის სუნთქავს დედა თავისუფლად?
როცა საიმედოდ შვილებს დაიგულებს, როცა მიუჯდება მათთან გაშლილ სუფრას, გულს კი მონატრებით აღარ დაიღონებს.
იცით როდის სწვდება დედა მეცხრე ცაზე? შვილის წარმატება გულს რომ გაუხარებს,
მისი თბილი სიტყვა ტკივილს დაუამებს,
წლობით ნაწვალებს რომ შვილი დაუფასებს.
იცით როდის უღირს დედას არსებობა?
ლოცვით მიაშურებს წმინდა სალოცავებს,
როცა შეუქებენ მის შვილს ქართველობას,
"შეგრჩეს გამზრდელიო"- დედას დალოცავენ.
დედა რის დედაა, თუ არ იბრძოლებს და
ლომის ხმაზე თუ არ შესძრავს დედამიწას,
სანთლით ღვთისმშობელთან თუ არ ილოცებს და
შვილებს შუბითა და მკე