ერთხელ, მრავალი განსაცდელისგან დაღლილი ახალგაზრდა მამაკაცი მუხლებზე დავარდა ტაძარში ხატების წინაშე და ლოცვა დაიწყო.
– უფალო.. უფალო.. აღარ შემიძლია გზის გაგრძელება, ძალიან მძიმე ჯვარი მარგუნე, უფალო.. შემეწიე, მე ცოდვილს..
– შვილო ჩემო, თუ ძალიან გიმძიმს შენი ჯვრის ზიდვა, გამოცვალე, შედი მეორე ოთახში და შენ თვითონ აირჩიე შენი ცხოვრების ჯვარი.. – უთხრა უფალმა.
ამის გაგონებაზე სახე გაუნათდა მამაკაცს, შვებით ამოისუნთქა და მუხლებზე მდგარი დიდხანს სწირავდა ღმერთს მადლობას შეწყალებისთვის.. – გმადლობ, უფალო.. გმადლობ, ჩემო უფალო..
შემდეგ, წამოდგა და სიხარულით შევიდა იმ ოთახში, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. თვალი მოავლო იქაობას და რას ხედავს: სავსეა ოთახი უამრავი სხვადასხვა ზომის და ფორმის ჯვრით, ზოგი ჯ