ნეტავი სულის პეპელა
ჩემს კარზე ჩამოივლიდეს,
ღვთის საიდუმლოს მეტყოდეს
მემრე სულ ჩემთან ივლიდეს.
თავის ჭრელ ფრთებზე შემსვამდეს,
ქვეყანას შემოივლიდეს,
მემრე თუ მოსწყინდებოდა,
ცის კიდეს გადაივლიდეს.
(გოდერძი ჩოხელი)
" სიყვარული სულიერია... ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს. მისი სულიერი რაღაც-რაღაცები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობას სიყვარული. "
ჭაბუა ამირეჯიბი