;)
შენ თუ გგონია, რამე შეცვალე ჩემში -
ცდები!
სცენარი დიდი ხნის წინ დაიწერა
და აქ ვერავინ ითამაშებს თავისი წესებით.
იცვლებიან მხოლოდ პერსონაჟები.
მათ მე ვცვლი მაშინ,
როცა ვხედავ,რომ თავიანთ როლებს თავს ვერ ართმევენ.
შენი მიღწევა კი მხოლოდ ის არის,
რომ ბევრად მეტი შეიძლება მოგეთხოვოს მათზე,
ვინც შენამდე ითამაშა.
ყველა დეტალის გათვალისწინებით.