სიყვარულს გაუმარჯოს ჩუმსა და აუხსნელს ,გული რომ ვერ ამბობს და თვალი რომ გაუგებს სიყვარულს გაუმარჯოს ჩუმსა და აუხსნელს , გოგო რომ ვერ ამბობს და ბიწი გაუგებ
იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს, მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს, მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები და ცრემლებისას დააყენებ გუბეს, იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ სადღეგრძელო
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას!
ჩვენს ლამაზ სამშობლოს საქართველოს გაუმარჯოს. საქართველოში სალოცავებს გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და წმინდა გრძნობას სიყვარულს, სიყვარულს გაუმარჯოს!!! ჩვენს ლამაზ სამშობლოს საქართველოს გაუმარ ჯოს, საქართველოში სალოცავებს გაუმარჯოს, ლამაზ წმინდა გრძნობას გაუმარჯოს.