ხდება,
რომ ადამიანი გიყვარს,
ის კი აღარ არის ის, ვინც იყო,
ის კი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო,
ვინც შეგიყვარდა, როგორიც შეგიყვარდა
და არ იცი, ამ სიყვარულს რა მოუხერხო.
რამდენ ვინმეს ვუყვარდი,
თუნდაც ერთი წუთით, ერთი დღით, ან ერთი წლით,
ვიცი სად წავიდნენ ადამიანები,
მაგრამ არ ვიცი, სად წავიდა ეს სიყვარული.
︎ ლაშა მარგიანი