უზრუნველობას არ უნდა ვეძლეოდეთ მცირე შეცოდებისას
როდესაც სახლში სელის აალებულ პატარა ნაგლეჯს დავინახავთ, ავფორიაქდებით ხოლმე და ხმაურს ვტეხთ, იმას კი არ ვუყურებთ, რომ ცეცხლი პატარაა, არამედ იმას, თუ რა შეიძლება ამან მოიტანოს. ვღელავთ და მიმოვრბივართ, რათა ცეცხლი ჩავაქროთ, მაგრამ ცეცხლზე უფრო ძლიერ სულში მანკიერება ვრცელდება.