გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა, დამეხმარეო მთხოვა, ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა. მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო, იქნებ არ დაგრჩეო ვალში. ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა თვალს არ მისწორებდა თვალში. მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა. რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში, ნამდვილ მათხოვარის ცნობა. მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში.უცებ უხილავი ხმები შემომესმა, ვიღაც ჩამჩურჩულებს ყურში. უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში. შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე,ის მე ვიყავიო მაშინ. გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღში. ასე გამომცადა უფალმა და ცოდვა დამანახა წამში..
სულში ციოდა და ყინავდა მაშინ, როდესაც შეგნიშნე ლამაზთა ზღვაში... გახსოვს? შემეკითხე - ნეტავ, რატომ მეო... გულმა დაგიჩემა, - ჩემთან დატოვეო... მერე კი სულიც და სხეულიც გამითბე, რა მექნა, მოველ და ორივე დაგითმე... ლამაზი იყო და ავყევი სურვილს, - სიყვარულს ვაჩუქე სხეულიც, სულიც... და ახლა ჩემს გზაზე ტაძარი მოჩანს... ნურაფერს ნუ მკითხავ, მიყვარხარ, მორჩა..