გ ი ლ ო ც ა ვ თ ნ ი კ ო ლ ო ზ ო ბ ა ს!
აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა
მირონითგან ქალაქ ბარში (1087) 9 (22) მაისი
აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარში (1087).
წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ლუკიის მხარის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულზე), შეძლებულ ოჯახში. მისი ღვთისმოშიში მშობლები დიდხანს ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი მიემადლებინა. ღმერთმა ისმინა თეოფანეს და ნონას თხოვნა და მისცა ვაჟი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.
წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავ
წმინდა მამის მიერ ბოლო ჟამსა და ანტიქრისტეზეც უწყება .
1 - ადამიანები ისე გაზარმაცდებიან , რომ ტანსაცმელს აღარ ჩაიცვამენ ;
2 - ეს ყველაფერი უეცრად მოხდება . დაე , კართან ტომრით ხორბალი გედოთ . თან გაიყოლეთ , როცა წასვლა მოგიწევთ , რათა თქვენ და თქვენი შვილები გამოკვებოთ ;
3 - მარილიც მოიმარაგეთ ბალახის შესანელებლად . ტომარა კარებთან გედოთ , რომ წაღება არ დაგავიწყდეთ ;
4 - გადასარჩენად თავი მთებსა და ტყეებს შეაფარეთ ;
5 - მღვდლები ყველაზე ურწმუნონი გახდებიან ;
6 - მოვა დრო , მღვდლებსა და ერისკაცებს შორის თანხმობა აღარ იქნება ;
7 - მღვდლები გახდებიან უბრალო ერისკაცთა მსგავსნი , ერისკაცები კი ველურ მხეცებს მიემსგავსებიან ;
8 - დაიბადება მხეცი , რომელიც შეგებრძოლებათ ;
9 - საყოველთაო
წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველი (+98-117)
8 (21) მაისი
წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა“ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრის
ვარდობისთვე
“"წმინდაო დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ! წინა-მძღუარო და პირველ-მდგომარეო უჴორცოთა წესთაო, საშინელისა საიდუმლოჲსა და მიუწვთომელისა ჯერ-ჩინებისა ღმრთისა განმაცხადებელო და უბიწოჲსა ქალწულისა მიმართ მარიამისა ზეცითგან გამოუთქუმელისა სიხარულისა მაუწყებელო, აწცა განანათლე სული ჩემი და სიხარულითა აღავსე გული ჩემი, რაჲთა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ დიდებისმეტყუელებად და მადლობისა შეწირვად ღმრთისა"".