ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ •••