ანა — (ბერძნ. Ἄννα , ებრ. חַנָּה Ḥannāh) სახელი წარმოსდგება ძველი ბერძნული და ებრაული სახელებიდან, რაც ქართულად "სასურველს", "სანდომიანს", "საამოს" ნიშნავს. ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა უამრავ სხვა წმინდანსა და დედოფალს.