1)-. ავტომანქანა „პობედას" შექმნისას ფიქრობდნენ მისთვის „როდინა" (სამშობლო) დაერქმიათ. ეს ამბავი რომ გაიგო, სტალინმა ირონიულად იკითხა: -„და რა ეღირება ჩვენი „სამშობლო"? მანქანას სახელი მაშინვე შეუცვალეს.
2). 1939 წელს, კრემლში უყურებდნენ ფილმს: „მატარებელი აღმოსავლეთით მიემგზავრება". ფილმი დიდი ვერაფერი. უეცრად მატარებელი გაჩერდა...- ეს რა სადგურია? - იკითხა სტალინმა.- დემიანოვკა.- ჰოდა, სწორედ აქ ჩამოვალ - თქვა სტალინმა და დარბაზი დატოვა.
3)- ომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ა. ზვერევმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ცნობილ მწერალს ძალიან დიდ ჰონორარს უხდიდნენ. მოამზადა შესაბამისი პატაკი და სტალინს წარუდგინა.სტალინი პატაკს გაეცნო და ზვერევს უთხრა: „გამოდის, რომ მილიონერი მწერლები გვყავს? საშინლად