ჩემო ძვირფასო, საყვარელო, არაჩვეულებრივო ადამიანებო, დიდი ხნის თუ ახალშეძენილო საიმედო მეგობრებო, ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ამ დღესასწაულს. მოლოდინით ცვლილებებისა უკეთესობისკენ. მოლოდინით, რომ დადგა სურვილების ასრულების და მიზნების განხორციელების დრო…
გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი, წინგადაგმული ნაბიჯი თქვენი ყველაზე თამამი და სანუკვარი ოცნებების ახდენის საქმეში!
ეს წელი ყოფილიყოს თქვენს მიერ საკუთარ თავში გარკვევის, მასში სრულიად ახალი, უჩვეულო შესაძლებლობების აღმოჩენისა და მათი წარმატებით გამოყენების წელი!