ვაჟა-ფშაველას მეზობელი ქალი ჰყვება:
დიდი ვაჟკაცი იყო ვაჟა-მონადირე, გაუტეხელი, ჩხუბშიც პირველი. ერთ რამეს დავუკვირდი. ხეზე არ ადიოდა. გამიკვირდა და ვკითხე:
- ვაჟავ, ამ ვაშლს რომ სხვებს ეძახი და აკრეფინებ, შენ რატომ არ ადიხარ?
- ბალღობაში სულ მაღალ ხეებს მოვევლებოდი კენწეროში, ჩიტის ბუდეებს ვეძებდით, თავიც მოგვქონდა ბიჭობით. დედას შეატყობინეს ერთხელაც- შენი ლუკა კლდის პირას მდგარ ხეზედაა კენწეროზედ ასულიო.
გულგახეთქილი მოჰქანდა, გზაში მანდილი მოუხდია, იმის ფრიალით. ხის ძირზედ დაიჩოქა და სულ: დედის სიცოცხლევ, ფრთხილად ჩამოდიო, ტკბილად მევედრებოდა. ჩამოვედი. ჩამიხუტა. მკოცნა. მერე მითხრა:
- შვილო, შენ რომ ხეზედ ახვალ, იცოდე, იმავ წამს დედა მოგიკვდება!
- აი, ხომ წლები გავიდა, დედა სადღა მყ