იოანეს სახარება 14:15 თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.
*_____________*
იოანეს სახარება 15: 16 - 19:
16 თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.
17 ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
18 თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.
19 ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
*______________*
2 თესალონიკელთა 3:6:
6 ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვ
ერთ სოფელში მოხუცი კაცი ცხოვრობდა,რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა.
როდესაც ვაჟები დაქორწინდნენ მამამ ქონება თანაბრად გაუნაწილა.ვენახები,ყანები,ეზო და სახლ-კარი.თავად სოფლის ბოლოს ქოხში გადავიდა საცხოვრებლად.შვილებს კი ერთი რამე სთხოვა.
-არ მინდა რომელიმეს ხელი შეგიშალოთ და ტვირთად დაგაწვეთ.
სოფლის ბოლოს,მამაჩემის დატოვებულ ქოხში ვიცხოვრებ.ჩემთვისაც ასე სჯობია და თქვენთვისაც,ოღონდ ერთ დღეს,ერთმა უნდა მომიტანოს საჭმელი და ხილი,მეორე დღეს,კი მეორემ.
ასეც იქცეოდნენ ვაჟები.დღეგამოშვებით მამასთან მიდოდნენ და სადილი მიჰქონდათ.
უფროსი ვაჟის ცოლი ძუნწი ქალი იყო.შვილის მიტანილი საჭმელი მოხუცს მეორე დღემდე არ ჰყოფნიდა,თუმცა საყვედურს არასდროს ამბობდა.უმცროსი ვაჟის ცოლი კი,იმდენ საჭმელს უგზავნიდა,რომ მეზობლებს