"ადრე ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად,შემეძლო მთელი დღე მეჩხუბა, მეკამათა..
მივხდი ამ ნერვიულობაში ათასს შეცდომას ვუშვებდი და საკუთარ თავს თვითონვე ვაზარალებდი..
-მერე?!
-მერე დავდექი, სიჩუმე ვისწავლე, ყველასთან ყველაფრის მოყოლა შევწყვიტე და მივხდი რამოდენა სიმშვიდე მოვუტანე სულს..
-ახლა?!
-ახლა ?! ახლა არც მომდურავი მყავს, არც კარგის მთქმელი და არც ცუდის..
ზოგი იმოდენა გაურკვევლობაშია მუდმივად იმის ძიებაში არიან რატომ ვმდუმვარ მაშინ როცა ყველაზე ხმამაღლა უნდა ,, ვყვიროდე,,
წლებმა განათლება მომცა, ადამიანებმა მაგალითი, სიჩუმემ საკუთარი თავის ფასი მასწავლა და ტკივილმა გამაძლიერა..
უხერხულია ამოდენა ,, ცოდნა,,დაგროვებულმა ადამიანმა ახლა დავდგე და რაღაც სისულელებით დავიბინდო გონება...
ყვე
,,მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის პატარ-პატარა იმედები გვაქვს ადამიანებს...
ხან ერთის გვჯერა, ხან მეორესი და ასე გრძელდება უსასრულოდ...
მერე კი ბოლოს,
აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ იმედების უმრავლესობა გაცრუებულა, მხარდამხარ ჩვენთან ერთად ვერ უვლია, მაგრამ ჩვენ რომ გაგვეძლო, ჩვენ რომ რწმენა არ დაგვეკარგა, იმედ-იმედ გვაცოცხლა ბოლომდე."
- დრო იცი როგორი რამაა? ნელ-ნელა ყველას ნამდვილ სახეს დაგანახებს, ნელ-ნელა გაფილტრავს ყველას და ყველაფერს ირგვლივ. დაგიტოვებს მხოლოდ იმას, რაც ნამდვილია და მხოლოდ იმ ხალხს, ვინც გულწრფელი იყო შენთან. ტყუილად კი არ არის ნათქვამი - "მიეცი დროს დრო"