"ნურასოდეს ჩამაყენებ მდგომარეობაში, რომელშიც მომიწევს გაჩვენო, თუ როგორი სასტიკი შემიძლია ვიყო!
ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას, რადგან შესაძლოა მე ყველაზე კეთილი და გამგები ადამიანი ვარ, მაგრამ როგორც კი მივაღწევ ჩემს ზღვარს, შენ დაინახავ, როგორ ვაკეთებ იმას, რასაც ვერავინ და ვერასოდეს წარმოიდგენდა ! ...
სიცოცხლის ბოლოს
იქნებ არდაშვებულ შეცდომებზე ინანო ყველაზე მეტად _
არჩადენილ სისულელეებზე,
არნათქვამ სიტყვებზე,
არმიღებულ გადაწყვეტილებებზე.
გზის დასაწყისში არავინ ვიცით კითხვებზე პასუხი.
ყველაფერს მაშინ ვიაზრებთ,
როცა ყველაფერი გვიანია,
ყველაფერი ჩავლილია.
ყველა კითხვაზე პასუხიც მაშინ გვაქვს მხოლოდ,
როცა ეს პასუხები უკვე აღარაფერში გვჭირდება.
"ადრე ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად,შემეძლო მთელი დღე მეჩხუბა, მეკამათა..
მივხდი ამ ნერვიულობაში ათასს შეცდომას ვუშვებდი და საკუთარ თავს თვითონვე ვაზარალებდი..
-მერე?!
-მერე დავდექი, სიჩუმე ვისწავლე, ყველასთან ყველაფრის მოყოლა შევწყვიტე და მივხდი რამოდენა სიმშვიდე მოვუტანე სულს..
-ახლა?!
-ახლა ?! ახლა არც მომდურავი მყავს, არც კარგის მთქმელი და არც ცუდის..
ზოგი იმოდენა გაურკვევლობაშია მუდმივად იმის ძიებაში არიან რატომ ვმდუმვარ მაშინ როცა ყველაზე ხმამაღლა უნდა ,, ვყვიროდე,,
წლებმა განათლება მომცა, ადამიანებმა მაგალითი, სიჩუმემ საკუთარი თავის ფასი მასწავლა და ტკივილმა გამაძლიერა..
უხერხულია ამოდენა ,, ცოდნა,,დაგროვებულმა ადამიანმა ახლა დავდგე და რაღაც სისულელებით დავიბინდო გონება...
ყვე
,,მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის პატარ-პატარა იმედები გვაქვს ადამიანებს...
ხან ერთის გვჯერა, ხან მეორესი და ასე გრძელდება უსასრულოდ...
მერე კი ბოლოს,
აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ იმედების უმრავლესობა გაცრუებულა, მხარდამხარ ჩვენთან ერთად ვერ უვლია, მაგრამ ჩვენ რომ გაგვეძლო, ჩვენ რომ რწმენა არ დაგვეკარგა, იმედ-იმედ გვაცოცხლა ბოლომდე."