"იცი რა არის ცუდი? დღეები, როცა გაღვიძებისთანავე ტკივილში იხრჩობი, როცა სიმღერაზე ხმა ბოლომდე გაქვს აწეული და მაინც არ გყოფნის, როცა დაძინებისასც ვერანაირ შვებას ვერ გრძნობ. იცი რა არის ცუდი? როცა ამ ყველაფერს იხსენებ და გგონია, რომ ჯერ კიდევ იქ ხარ.."
"ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული"._ჯეიმს ფენიმორ კუპერი
"კარდიოგრამა
ვერ აღიქვამს იმ გულის ტკივილს,
ზოგჯერ რომ მტკივა.
ეს რაღაც უფრო იმ გრძნობას გავს,
შიგნიდან რომ სული ჩაგწყდება
და ერთადერთი რაც აკავებს
გულია მხოლოდ.
ეს ტკივილია,
ასე მწარე და საშინელი,
რომ როცა გვტკენენ,
ნებით ან უნებლიედ,
ცნებით ან უმეცრებით,
ის რაც პირველი
აგვტკივდება ხოლმე სულია
და გული მხოლოდ
მტკივან სულს თუ გვინარჩუნებს,
გამხმარ სხეულში."
ანსაცდელში – მოთმინება იქონიე, სიმშვიდისას კი – გზა გააგრძელე!.. იყავი მუდამ გახარებული, მუდამ მომავლის რწმენით!
არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში!
ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს,
სიბნელეს – განთიადი და სინათლე,
დასავლეთს – აღმოსავლეთი,
დაცემას – სინანული,
ყოველ “ჯვარცმას” – “აღდგომა”,
ყოველ პრობლემას – მისი მოგვარება,
ყოველ ცრემლს – ღიმილი,
ყოველი დაბრკოლებისა და სირთულის შემდეგ – უფალი იესო ქრისტე მოდის!”