ზოგს სურს იყოს კაცი-გმირი,იყოს „კაცი-ლეგენდა“,
ალბათ, ასეც იქნებოდა, ფასეულს თუ შეგვძენდა.
ზოგი კაცი კაცუნაა, ესეც გამიგონია,
ოქრო კაცი, კაცი-ბანკი, რა დოვლათი ჰქონია!
არის კაცი-მერსედესი, კაცი -რევოლუცია,
ეს კი კაცი-დოცენტია, ხარისხი დაუცვია.
მე არ ვიცი, ვინ კაცი ვარ, რა სახელი მიხდება,
ეს უცხოსთვის მიმინდვია, უკეთესად მიხვდება.
ტიტულები არ მიზიდავს და არც ერთი პარტია,
_ ჩემიანი ქალი მყავდეს, სხვა რაღა სანატრია.