ისე იცხოვრე წუთისოფელში
სხვისი გული არ დააზიანო
ცხოვრება მხოლოდ ერთი წამია
დაფიქრებულხარ ადამიანო?!
ისე აწონე სიტყვა სათქმელი
პასუხი რომ არ დააგვიანო
სიტყვა ჰკურნავს და ზოგჯერ კაცსა ჰკლავს
დაფიქრებულხარ ადამიანო..
ეცადე პაპის ძველი მარანი
სავსე ქვევრებით აახმიანო
თვით ქართველობა არის სიმდიდრე
დაფიქრებულხარ ადამიანო?!
ქართული მიწის მკერდით დამცველო,
სტუმართმოყვარევ, მუდამ მტრიანო,
რამდენჯერ სცადეს წელში გაწყვეტა,
დაფიქრებულხარ ადამიანო?!
არ დაივიწყო "ვისი გორის ხარ
ეცადე სწორი გზებით იარო
საკუთარ სახლში ძმა რომ გღალატობს
დაფიქრებულხარ ადამიანო?!
დიდ წინაპართა ხელით შექმნილი
სიზარმაცით არ გაატიალო
ღმერთმა წალკოტი რომ გისახსოვრა
დაფიქრებულხარ ადამიანო?!
ეცადე, ისე გადარგო ნერგი
ფესვები რ
ღმერთო!!!
დაიფარე ყველა ვინც მიყვარს, ვინც ასე ძვირფასია ჩემს ცხოვრებაში. დაიფარე ყველა ის, ვისი დახმარებაც მე არ შემიძლია...შენ დაეხმარე უფალო ყველას, ვისაც ეს სჭირდება!!