27 იანვარს წმიდა ნინოს ხსენების დღეა
ერთ ღამეს წმინდა ნინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სიზმრისეულ ხილვაში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“.
წმინდა ნინომ ვედრებით მიმართა ყოვლადწმინდას, ნიშანი ებოძებინა, რომელიც დაუდასტურებდა, რომ უბრალო და უმწეო ქალწული მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებას შეძლებდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოკვეთა რტო ვაზისა, რომელიც ნინოს სარეცელის ზემოთ იყო, ჯვარი გააკეთა, ქალწულს მისცა და უთხრა, რომ ეს ჯვარი იქნებოდა მისი მცველი და წინააღმდგომთა ზედა ძლევის მიმნიჭებელი:
„ეს იქნება შენი შემწე და მფარველი ყოველს გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების