გამოგაზაფხულდა, მაგრამ მთებში შემორჩენილ თოვლს ჰგავს ჩემი სიმარტოვე. რამდენი არავინ და არაფერია ირგვლივ. ათასობით თვალი გიყურებს და ვერცერთი გხედავს. მარტოსულობა სადღაც შვებაა, ამ ხორცის ნაჭრებით სავსე პლანეტაზე. საშინელი სისწრაფით მიჰქრის ცხოვრება, ჩემთვის უცხოა მათი სიმშვიდე, ვისაც ჰგონია, რომ მაგრად აქვს გადაჭერილი უსაფრთხოების ღვედი. რამდენი აზრია ამ ქვეყანაზე, რომელიც უბრალოდ არ მაინტერესებს. თვითნასწავლი მეოცნებე ვარ, ქრისტეშობამდელი კოსმონავტების სულის ნაწილი, არაღიარების ინფექციით დაავადებული. განა, ყველაფერზე ვდარდობ რაც მტკივა, უბრალოდ, ვწუხვარ, რომ ადამიანის მხრები ტვირთისთვისაა და არა ფრთებისთვის. გულში შეიძლება ერთი ჭრილობა გქონდეს, მაგრამ ყველა მიმართულებით გამჭოლი. მ
,,ვერასოდეს ვიტანდი ჩაკეტილ სივრცეს... არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი...არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ... მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები...რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან...და მაინც, არ მეშინია ფრენის... (ოცნების დროსაც კი...)ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები... არ მიყვარს ცოდვა, რადგან უამრავჯერ ამაცდინა გზას...!არ მიყვარს უმთვარო ღამე და ცარიელი ცა... ცა ვარსკვლავების გარეშე...არ მიყვარს სოფლის სახლი უძაღლოდ... კაცი უმეზობლოდ... გაზაფხული ბედნიერი სახეების გარეშე...არ მიყვარს ქოლგა, რადგან დასველებისაგან მიცავს...მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური... არ მინდა ომი, რადგან მომავალს მი