მივდივარ,შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე,საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე,ეს წასვლა არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.
შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები,ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა,სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ ხომ მე ყოველთვის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ,ცრემლებით მივდივარ.
არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოცხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი,არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე ,გზად შეხვდი გრძნობების
მათხოვარს.
მათხოვარს,თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი,
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გა
ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი... ძალით დარჩენას არ აქვს აზრი... უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის... ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმე მოგაქვს... ერთმანეთი არ გადაღალოთ... თუ ბედნიერებას ვერ ინაწილებთ, უბედურებისგანაც თავი შეიკავეთ... არ არის აუცილებელი მოჩვენებითი ურთიერთობები... ზოგადად ურთიერთობა ყველაზე დიდი ხელოვნებაა... ცხადია, ეს ყველას არ შეუძლია... იმისგან ნუ მოითხოვ უმაღლეს მათემატიკას, ვინც არითმეტიკა არ იცის... საერთო ენის გამონახვა არ არის მარტივი... აუცილებლად იპოვნი ისეთს, ვისთანაც ბევრი საუბარი არ დაგჭირდება და დუმილის ენითაც გაუგებთ ერთმანეთს... თუ აქამდე ვერ გიპოვნია, მასთან შეხვედრის წუთები მომავალში გელოდება... ნუ
...ჩემში სიცოცხლეზე მეტი ხარ
მკერდში რომ მიფეთქავ გულად
ყველა ენაზე რომ მიყვარხარ
ზოგჯერ უენოდაც ჩუმად...
მხოლოდ შენთან ვპოვე სიმშვიდე
სულს რომ მიწამლავდა დარდი
ყველა გზა ბილიკით გეძებდი
მწამდი,გაცნობამდეც მყავდი..
შენით ავისრულე ოცნებები
ყველა!ნუთუ ფიქრობ ერთი?!
ეხლა ერთადავართ ვინც მსურდით
...მე შენ სამყარო და ღმერთი...
თუკი არა გაქვს განცდები
არც სიყვარული გქონია
ვერ ნახავ ბედნიერებას
რა ვიცი ასე მგონია...
თუკი შენს გულში სიყვარულს
არასდროს მოუთოვია
გული არ აგტოკებია
თვალს ცრემლი არ მოგდგომია..
თუკი სატრფოზე ფიქრებში
ღამე არ გითენებია
სიმწარეს ვერ გრძნობ? ჩათვალე
არც ტკბილი გიგემებია...
მაშინ ვერასდროს ვერ იტყვი
ამ სიტყვებს, ასე მგონია
დავკარგე ბედნიერება
და დღემდე ვერ მიპოვია. ..