მიყვარს ადამიანები, რომლებსაც თვალებში სული უკრთით... აი, ისეთები, რომ შეხედავ და გრძნობ, მისხალი სიყალბე არ იმალება მათი მზერის მიღმა... მიყვარს ისეთი ადამიანები, შეხედავ თუ არა, ნდობა რომ გაგიჩნდება, რადგან უხილავი ხმა, თუ ალღო გეუბნება - "შეგიძლია ენდო!"... მიყვარს ადამიანები, რომლებიც სიკეთეს აფრქვევენ, თვითონ ბედნიერები, სხვის გაბედნიერებას რომ ცდილობენ, თუნდაც წრფელი ღიმილით... თუნდაც თბილი სიტყვით, თუნდაც თბილი მზერით... რამდენი შესძლებია სითბოს?!.. სულიც ისე დნება სითბოს დანახვისას, როგორ მწვერვალზე თოვლი, უმანკო სხივის შეხებისას... მიყვარს გულწრფელი ურთიერთობები, სიტყვის წარმოთქმისას დაფიქრება რომ არ გჭირდება, როგორ გამიგებენო... მიყვარს ყველაფერი ნამდვილი, ნაღდი და გულიდან წამოსული