ხდება,სასწაულიც ხდება! ზოგჯერ!..არ გვჯერა და მაინც!.. რასაც იფიქრებდი-ვერა… ბედი იმის ღირსსაც გაგხდის! ზოგჯერ გგონია,რომ მორჩა! გულზე ბზარებია მრავლად. მაშინ შეგეწევა ლოცვა, სულზე დაგედება წამლად! როცა გეჩვენება თითქოს, ყველგან ჩაიკეტა გზები. სწორედ მაშინ,სწორედ იმ დროს- მტრედი მოფრინდება ბზებით! როცა თავდახრილი ჩუმად, ნაბიჯს ვერ უძებნი ადგილს, მაშინ,ანგელოზი სტუმრად, მოვა,ტკივილისგან აგხსნის. ბევრი რამ არ გვჯერა,რადგან, არის რასაც სიტყვა ვერ ხსნის. სული შეიმოსე სადად,- გულით ყველაფერი გვესმის! ზოგჯერ ისეთ რამეს ხვდები, მზად ხარ დედამიწა კოცნო... ლოყა სიხარულით გეწვის? სული შეუბერე კოცონს! გული საგულედან მოდის, ხელისგულებამდე ძვრება, არც კი გახსოვს ასე როდის... ყველა სატკივარი ქრება. ნაბიჯს