Мне старый человек сказал, и я навек запомню эту фразу:
Не могут быть красивыми глаза, которые не плакали ни разу.
Не может быть красивою душа, которая ни разу не страдала.
А человек красив только тогда, когда есть сердце, а не кусок металла.
Омар Хайям
გასაკვირია, როცა გიჭირთ მარტის
გაგება,
რით ვერ მოგბეზრდათ, გადაბმული მასთან
კამათი,
თოვს უცნაურად, ენძელები დაინამება,
მარტს აერია, ბილიკები და მისამართი...
ხან სიცივეში ისე ტირის, შეგეცოდება,
ხან აიჭრელებს ტანზე კვირტებს თუ აურია,
სულ იპრანჭება და რომ კითხო ჯერ არ
თხოვდება,
რა გაეგება, მარტი მართლაც უცნაურია...
შენ მაგონდები, ეს მსგავსება ისე დიდია,
ზოგჯერ მგონია შეიცვალე და გახდი მარტი,
მასაც ხომ ყველა სათითაოდ ფეხზე ჰკიდია,
ჩემი ბრალია, ცვალებადი რომ
შემიყვარდი...