ჩემო საუკეთესო მეგობარო ნატალია!
გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ შენი ცხოვრება სავსე
ყოფილიყოს მხიარული და წარმატებული, სიყვარულით აღსავსე ბედნიერი დღეებით.
ყველა ოცნება და სურვილი აგსრულებოდეს. უფალი იყოს შენი და შენი ლამაზი
ოჯახის მფარველი.
დეკემბერია, წელიწადის ბოლო თვე, რა მალე გადის დღეები, თვეები და წლები უცხოეთში. რა ძალიან ჰგავს ყველა დღე ერთმანეთს. რატომ მიმძიმდება გული მაინც და მაინც ამ თვეში, რატომ არაფრად აღარ ვთვლი ახალი წლის მოსვლას, რატომ აღარ მიხარია ბავშვივით ქუჩაში მორთული ნაძვის ხეების დანახვა, მაღაზიების მორთული ვიტრინები, სად გაქრა ის სიხალისე ახალი წლის მოსვლის სამზადისს რომ ახლდა თან. ღმერთო! რამდენი უპასუხო კითხვა მიტრიალებს თავში, მაგრამ არა, პასუხი ერთია. განა შეიძლება ემიგრანტს, სხვის მიწაზე ახალი წელი უხაროდეს, იქ, სადაც უცხო ხარ? შენი ოჯახის წევრები გვერდით არ გყავს. ერთად ერთი რითაც გულს იმშვიდებ ამანათების და ფულის გაგზავნაა, დამშვიდებული გამოდიხარ ბანკიდან და გიხარია, რომ შენი ოჯახის წევრები მშივრე
გილოცავთ!ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს., წმიმდა მარიამი იყოს თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოს შემწე და მფარველი!
ღმერთმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ლოცვით დაიცვას, დაიფაროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
დაბრუნდით დედებო, შვილები გელიან, მათ თვალებს უშრეტად ატყვია
ცრემლები, გულში თუ დედაზე სიმღერას მღერიან, ხატებთან ხმამაღლა ღმერთს
სთხოვენ ვედრებით,დედა ღვთისმშობელო, წმინდაო მარიამ, ემიგრანტ დედების
სიცოცხლე დალოცე, რის ენერგია და ჯან-ღონე შემორჩათ, ჩვენ მათი გმირული
ცხოვრება გვაოცებს.საიდან სადაო, სად წავა ქართველი, შვილების მომავალს
მიხედოს ოღონდაც, უკან არ იწევენ ქართველი დედები. ამაყად გადიან
გზა-სავალ გოლგოთას.დაბრუნდით დედებო, სანამდის დრო არის, სანამდის
შვილები გცნობენ და გიცდიან. ვინც უკვე იგემა ოჯახის დანგრევა, ეს მწარე
გამოცდა მათ უკეთ იციან.მადლობას ვინ გეტყვით, ვისგან რას მოელით,
სიშორით, ნერვებით სულ დაძაბული ხართ, სანამდის მოგყვებათ ჯან-ღონე
მუხლებში, ოჯახის წევრებსაც