არ გამოდის ლოცვა,როცა გაბრაზებული ხარ ვინმეზე,როცა შენზეა ვინმე გაბრაზებული,როცა არ პატიობ,როცა არ ცდილობ,რომ შეიყვარო ადამიანი და შეიყვარო ღმერთი უანგაროდ.....ჩვენი ლოცვა ცარიელ სიტყვებად იქცევა...
“ადამიანის ცხოვრება გზას ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანელად მძიმე და დამთრგუნველი. მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით.” ილიაII
ცავ ,,თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს, პირდაპირ შედიხარ სასუფეველში. სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არ გაქვს არაფრად ვარგიხარ. თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო.",,,, წმ ბერი გაბრიელი