რაღაც ალბათ უსაშველოდ ადრეა
რაღაც ალბათ – უსაშველოდ გვიან,
ვისთვის ზოგჯერ ყველაფერი მთავრდება,
ვისთვის – ისევ დასაწყისი ჰქვია.
ზოგი სხვის გულს ტკივილად რომ აჩნდება,
მერე აქეთ ატკივდება თავად,
ალბათ, ვიღაც ვიღაცასთან დარჩება,
ალბათ, ვიღაც სამუდამოდ წავა.
ეს ცხოვრება უსასრულო ბადეა
და თავისი უკითხავად მიაქვს,
ალბათ, შენი ჩემთან ყოფნა ადრეა,
ალბათ ჩემი შენთან ყოფნა –გვიან.