...დაბადებიდან სიკვდილამდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიძლება შეგხვდეს ისეთი, ვისაც გულის ფანჯარას გაუხსნი, შიგნით ჩაახედებ და ყველაფერს აჩვენებ რა ხდება იქ... მერე იქ თავის ადგილს მიუჩენ და დატოვებ სამუდამოდ... და თუკი ადგა და გავიდა იქედან, არავის მისცემ ცხოვრებაში უფლებას, შეავსოს მისგან დატოვებული სიცარიელე. ის ადგილი მისია და მორჩა!
//ნიკო მიქაია//
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ რაც უფრო მაღალი მანქანით დადიხარ უფრო მაგარი ტიპი გონიათ თავი,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ადამიანობაზე ძვირი ვალუტა _ფულია.
ეს ის ქვეყანაა, სადაც ათასი უღიმღამო კორპუსი შენდება და გრძნობები ინგრევიან.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _"ორი სიტყვით" ტიპები ილიაზე პოპულარული პერსონები ხდებიან,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ლექსებზე და შემოქმედებაზე მეტად
ვიზუალს აფასებენ,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ქუჩის ძაღლები და მათხოვრები ერთნაირად კვდებიან.
ეს ის ყვეყანაა, სადაც _ უმუშევარი მშობლები მშიერ შვილებს
ტირილით აძინებენ.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ თავისი არა აქვს და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ.
ეს ის ქვეყანაა, სადაც სხვისი წამატება, თვეობით დეპრესიის მიზეზი ხდება.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ბანკის ვალ