დღეს თუ ფული გაქვს სამყარო შენია, შენთვის ცხოვრება უთუოდ მშვენიერია... ღარიბი კაცისთვის რწმენა და ღმერთია, მდიდარი კაცისთვის ეს სულ... სულ ერთია... ფული გაქვს... არავისი გშურს, შენი სახელი მეხივით ქუხს... საკუთარ კაცობას დღეს ანაცვალებ ფულს ხვალ ფულის გამო შეიცვლი რჯულს... ბოლოს... ფული გაბრმავებს ვეღარ არჩევ ვეღარც კარგსა და ვეღარც ცუდს... თუ გაქვს ფული ცხოვრებაც აღარაა იმდენად რთული... დღეს ხომ ფულით იყიდი „ყველაფერს:“ სახლს, აგარაკს, მეგობარს, მანქანას, დაქალს, ძმაკაცს, მთას, კუნძულს, საყვარელს, ცოლს... ფულით ვერ იყიდი ერთადერთს - დროს... დროს... ვერ იყიდი ვერაფრით... ვერასდრო