არა ვარ კარგად,გეფიცები, კარგად არა ვარ
და როგორ მინდა მიფათურო სულში ხელები
რომ იქნებ რამე დაალაგო არევის ნაცვლად
რომ დაინახო საკუთარ თავს როგორ ვეცლები...
ისევ გწერ ხედავ? აღარა მაქვს თავს ზემოთ ძალა,
მინდა მოგიყვე შენ ან ჩემს თავს რას ვერ ვპატიობ,
მე აღარ ვსუნთქავ, მაგრამ ვრჩები ცოცხალი რადგან
ჩემი სიკვდილიც ვერ გაბედავს რამე გატკინოს..
ჩემს გულის კედლებს შენი შიგნით ყოფნის სუნი აქვთ
ცივა ჩემს ხელებს, ცივათ თვალებს, ცივა გარეთაც...
და მენატრები მთელი ძალით ისე სრულიად,
რომ საკუთარი სხეულიდან ვცდილობ გაქცევას...
არა ვარ კარგად, გეფიცები, კარგად არა ვარ,
დღეები გამყავს, შიგნით მე ვარ, გარეთ მარტია,
ვიცინი ისევ მეგობრებთან დაუღალავად
და მეტირება მაშინათვე როცა მარტო ვარ...
ვფიქრობ, ჩვენ ორზ
ახლა სულელივით მეღიმება,
ვფიქრობ, ოცნებებში გავიჭედე,
ალბათ კითხულობ და გეცინება,
როგორ თავხედურად დაგიჩემე.
თვალებს დამჩნევია უშენობა,
სულში ქაოსია გაბნეული,
ვიცი გადაიტან უჩემობას,
მე კი რითმები მაქვს არეული...
მახსოვს წამიერი გახელება,
ხელზე პირველად რომ მეამბორე,
შენი თვალები რომ მაღმერთებდა,
მაშინ ეგ ღიმილიც მისახსოვრე...
ახლა ყველაფერი შეიცვალა,
ჩვენ გზებს გავუყევით აღმა-დაღმა,
ერთ დროს ეგ თვალები შემიყვარდა,
დღეს კი მოგონებად გაავდარდა...
ხომ ვთქვი დამეტყოთქო უშენობა,
სულშიც ქაოსია გაბნეული.
მჯერა გადაიტან უჩემობას,
დავალ ასე-რითმებ არეული...
დაგშორდებოდი, მიგატოვებდი
მაგრამ,რა ვუთხრა დროს
ეს გული,რაღაც,რაღაც უცნაურს
ყოველდღე,შენს თავს მთხოვს.....
დაგშორდებოდი,გადაგფურცლავდი
უინტერესოს, წიგნს...
მაგრამ,უშენოდ,დიახ უშენოდ
სულში თავსხმაა,წვიმს....
დაგშორდებოდი,დაგივიწყებდი
როგორც ბავშვობის ფიქრს,
მაგრამ,დღეს ვერა,დღეს არ მცალია
დღეს სიყვარული მჭირს..