დოლარისა და 50 ცენტის სასწაული
ტესი 8 წლის ლამაზი გოგონა იყო. მისი ძმა ენდრიუ ავად იყო და საავადმყოფოში იწვა, როდესაც ტესმა ყური მოკრა მშობლების საუბარს. ისინი ამბობდნენ, რომ მხოლოდ ძალიან ძვირადღირებულ მკურნალობას შეიძლება გადაერჩინა ენდრიუს სიცოცხლე ,როდესაც მათ პრაქტიკულად ფული აღარც ჰქონდათ. მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს – ჩაესმა მშობლების უკანასკნელი სიტყვები გოგონას.
სახლში დაბრუნებული გოგონა საძინებელ ოთახში შევიდა, საწოლის ქვეშ დამალული ყულაბა ამოიღო, ხურდა დათვალა და მის სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქისაკენ გაეშურა.
მოთმინებით ელოდა აფთიაქარს, რომელიც ერთ მაღალ, ინტელიგენტური გარეგნობის მამაკაცს ესაუბრებოდა. ჩანდა, რომ ისინი საუბრის დასრულებას დიდი ხანი არ აპირებდნენ, გოგონას კი ძ
ვაშლის ხე (დამაფიქრებელი იგავი)
ნატალია ჩიქოვანი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დიდი ხნის წინათ, ერთ ეზოში, ერთი მაღალი ვაშლის ხე იდგა. პატარა ბიჭს ძალიან უყვარდა მის ჩრდილში თამაში, მასზე აძრომა და გემრიელი ვაშლების ჭამა. ბიჭს უყვარდა ხე და ხესაც ძალიან უყვარდა ბიჭი.
გავიდა დრო და ბიჭი გაიზარდა. იგი ისე ხშირად აღარ მოდიოდა ხესთან და აღარც თამაშობდა მასთან.
ერთ დღეს, როდესაც ბიჭმა ახლოს ჩაურა ხეს, ხემ სევდიანად შეხედა მას და უთხრა:
– მოდი, ითამაშე ჩემთან…
– მე ისეთი პატარა ბავშვი აღარ ვარ და რასაც ადრე ვაკეთებდი, იმას ვეღარ გავაკეთებ, – უპასუხა მას ბიჭმა. უკვე სხვა სათამაშოები მაინტერესებს და ფული მჭირდება მათ საყიდლად.
– მაპატ