1-2 თავი.სულ 6 თავია.
მე,შენ და ზღვა...
მე და შენ დღეიდან - ცოლი და ქმარი ...არ მჯერა რაღაც ეს სიტყვები, ძალიან უცხოა ჩემთვის და სმენას უჭირს მისი აღქმა.... ცოლი და ქმარი - რა იმალება ამ სიტყვებში?
მე ხომ ბოლომდე ვერ გავიგე მისი არსი...
გახსოვს?
მკითხე: რა გიყვარს, რას ინატრებდიო... - მიდა ვიყოთ მე , შენ და ზღვა - გიპასუხე დაუფიქრებლად.
შენ გამიღიმე იმ ღიმილით რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს.
შენი ღიმილი... ასე მგონია მთელი სამყარო მიღიმის და ყველა ჩემზეა შეყვარებული.
შეყვარებული ქალი ვარ. შენ მიმიყვანე უკიდეგანო
მე, შენ და ზღვა
მესამე თავი
შაბათს გავემგზავრებით, მესმის მეუღლის ხმა. გავუღიმე, მოვეხვიე და მის ყელს ტუჩებით შევეხე. ვგრძნობდი საოცარი სიურპრიზი მელოდებოდა... გულის ფანცქალით ველოდებოდი დანიშნულ დღეს. კიდევ ერთი მორიგეობა და სანატრელი დღე გულში ჩამიხუტებდა...ღმერთო, რამდენი წელი გავიდა რაც ჩვენს ლაგუნაში არ ვყოფილვართ. რა სწრაფად გაირბინა დრომ. ერთ დროს თვრამეტი წლის გოგონა, დღეს კი ორმოც წელს მიღწეული დამა ქალი. გამეღიმა... რატომღაც ჩემი მეუღლის სახის გამომეტყველება, დამიდგა თვალწინ. მისი ღიმილი, ისეთი შეგრძნება დამებადა თითქოს რაღაცას მიმალავდა... როგორ მეშინია ჩემი ინტუიციის, რატომღაც სული ამიფორიაქდა...საწოლში ვნებივრობდი ფიქრები კი არ მასვენებდა. მესმის მეუღლის ხმა :
- საუზმე გელოდე
მე, შენ და ზღვა
მეოთხე თავი
მივიჩქაროდი საყვარელ მეუღლესთან შესახვედრად. ფიქრები არ მასვენებდა, ყურადღებას არავის და არაფერს არ ვაქცევდი, სამყარო თითქოს აღარ არსებობდა ჩემთვის. ერთი სული მქონდა სანამ ჩვენს ლაგუნაში მივიდოდი და ჩემ საყვარელ ადამიანს გულში ჩავიკრავდი. მის გარეშე სიცარიელე იყო ჩემს ირგვლივ, მარტოსულად ვგრძნობდი თავს, ხშირად სუნთქვაც კი მიჭირდა ის ხომ, ჩემი სხეულის, სულის ნაწილი იყო. ფიქრებიდან ტალღების ხმამ გამომიყვანა.
ვხედავ სანაპირო სავსეა დამსვენებლებით. ზღვას გაოცებული ვუყურებდი, სადღა იყო გუშინდელი მშვიდი ზღვა, ტალღები ნაპირს ეხეთქებოდა ხმაურით, ზღვა ღელავდა, ბობოქრობდა. მაშველების ხმა სმენას ახშობდა. ხალხს ზღვაში შესვლას უკრძალავდნენ, შტორმის გამო... რატომღაც ავნერვიუ
მე, შენ და ზღვა---მე-5-ე თავი----დრო გაიყინა ჩემთვის. ამჟამად,საყვარელი ადამიანის სიცოცხლისათვის ვიბრძოდი. მთელი ჩემი ცოდნა, რაც წლების მანძილზე მქონდა დაგროვილი მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად უნდა გამომეყენებინა. რაც არ ვიცოდი, ინტუიცია მკარნახობდა. მჯეროდა ის არ დამტოვებდა და ბოლომდე იბრძოლებდა სიცოცხლისათვის...- დავიღალე? - არა...დაღლას ნამდვილად არ ვგრძნობდი.რაღაც ძალა მკარნახობდა,- არ შეჩერდე, ჯერ ადრეა...შევხედე მაშველს, რომელიც მეხმარებოდა, წურწურით ოფლი ჩამოსდიოდა. - შეცვალეთ, გაისმა ჩემი ხმა. ძლივს ადგა ქანცგაცლილი. მასაჟის კეთება სხვამ გააგრძელა.- დავით, ისევ ჩემი ხმა, სარკე მჭირდება. თითქოს რაღაც იმპულსები ვიგრძენი. უხმოდ გადმომცა. ,,წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო" ასე იყო ამჟამად
მე, შენ და ზღვა- მე- 6 - ე თავი. დასასრული----დავით, ერთი თხოვნა უნდა შემისრულო, ფსიქო-თერაპევტი მჭირდება. გაკვირვებულმა შემომხედა, მე კი გავაგრძელე, ერთი აზრი დამებადა, გიორგი ხომ იცი, ჩვენი მეგობარი, ის ჩვენს ქალაქში ყველაზე საუკეთესო სპეციალისტია ამ დარგში, ამჟამად ყველაზე უფრო მისი დახმარება გვესაჭიროება, გთხოვ, მოძებნო...დავითმა დამტოვა თუ არა საოცარმა სიზმარმა თავი გამახსენა. სიზმრის ახსნით თავს ვიმტვრევდი....მოულოდნელად ჩემდა გასაკვირად შიმშილის გრძნობამ გაიღვიძა
ჩემში, სიცოცხლეს დავუბრუნდი, თამარის გამომცხვარი მჭადი, ყველთან ერთად დიდი სიამოვნებით მივირთვი, მესიამოვნა, თითქოს გამოვცოცხლდი, დაღლილობა აღარ მაწუხებდა, მაგრამ აი სასწაული, რაღაც წუთებში თავბრუდამეხვა, ჰაერის უკმარისო