როცა ამინდები ყველა სულერთია,
როცა ფანჯარასთან ზიხარ,მელოდები.
ბრაზობ,შენი გული რარიგ სულელია,
რისთვის აიჩემა რომ მე დავბრუნდები.
თითქოს განთიადის ნაზი ფერწერაა,
სევდად დახატული თვალში ეგ ფერები.
ხვდები სიყვარული თავის გაწირვაა,
ხვდები ძვირფასო და უღირსს მეფერები.
მხოლოდ აპრილია გრძნობის პოეზია,
წიგნი სიყვარულის წმინდა ეპისტოლე.
ქვეყნად ეგ ხელები თაფლის სანთლებია,
თვისდა სასიკეთოთ წუთს რომ არ იტოვებს.
თეთრი ვარდებივით სევდას მივებარე,
დამრჩი სანუგეშოდ წვიმა მონატრებულს.
იქნებ ფანჯარასთან მელი ყოველ ღამე,
მელი გადაკარგულ უღირსს შეყვარებულს.
როცა ამინდები ყველა სულერთია,
როცა ფანჯარასთან ზიხარ მელოდები.
ბრაზობ,შენი გული რარიგ სულელია,
რისთვის აიჩემა რომ მე დავბრუნდები...
როცა მოვკვდები!
დაღონდებიან ალბათ ჩემები
როცა მოვკვდები ყველას უცხოდ მოვეჩვენები
ხელს ვერ მომკიდებთ სიცივისგან დაიბნიდებით
ჩემი ერთგული მეგობრებიც
კი შეშინდებით
მერე ამოხვალთ ამომიტანთ
ლამაზ ყვავილებს
ჩემს შესანდობარს სხვის
დღეობაზე ჩუმად დამილევთ
თუ გავიხსენებთ ბედნიერი ლაღი ფიქრებით
მაშინ ყველაზე ბედნიერი
მკვდარი ვიქნები!
ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.
შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.
მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და…
კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.
მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.
გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.
მოდი ჩემთან,
შემოაღე გულის კარი…
მონატრებავ,
უსაშველოდ მენატრები