"თუკი გიყვარს, საზღვარს ვერ დაიცავ. არა ვარ მართალი? მე კი მასში ვიკარგები, ვინც მიყვარს. სითხის გამტარი მემბრანა ვარ. მე თუ მიყვარხარ, ჩემი ყველაფერი შეგიძლია გქონდეს. შეგიძლია გქონდეს ჩემი დრო, ჩემი ერთგულება, ჩემი სისულელეები, ჩემი ფული, ჩემი ოჯახი...თუ მიყვარხარ, შენს ყველა ტკივილს მე ვიტვირთებ, ყველა შენს ვალს ჩემს თავზე ავიღებ(ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით), დაგიცავ ყველაფრისგან, ვეცდები ყველა შენი საუკეთესო თვისება აღმოვაჩინო, რომელთაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ გაგაჩნდა. მე შენ მოგიძღვნი მზეს და წვიმას... და თუ ამას შევძლებ, მაშინ მზის მწველ შუქზე მოგეფარები და წვიმისგან დაგიცავ...უფრო მეტსაც მოგცემ და სულსაც დაგითმობ, ვიდრე მთლიანად დავიქანცები და გამოვიფიტები. ამ მდგომარეობიდან თა
რა საჭიროა, ვინმეს უყვარდე,
რა საჭიროა, ვინმეს ახსოვდე,
რა საჭიროა, ვინმეს უნდოდე,
გხედავდეს, გეხებოდეს, შენზე ფიქრობდეს, გისმენდეს და ესმოდეს შენი?
რა საჭიროა, ვინმემ იცოდეს,
სინამდვილეში როგორი ხარ,
ან როგორ ხარ?
რა საჭიროა, ვინმეს სჭირდებოდე?
ადამიანს შეუძლია იყოს მარტო,
მაგრამ არ შეუძლია მარტოს საკუთარი თავის გაძლება.
მე ვარ ხე,
განა ფოთლებისა და ყვავილების, ტოტების გარეშე.
ისევ დაღამდა,არეული ცხოვრების მიღმა,
ამომიჩემა უსაშველო ფიქრმა და დარდმა,
ალბათ სიცოცხლე ჩალის ფასი მას შემდეგ ხდება
როცა არაფრის აღარ გაქვს ნატვრა
სულ ერთი სევდით ეს ცხოვრებაც სულერთი გახდა,
არც მიხარია და აღარც მწყინს სიახლე ჩემში,
თამბაქოს კვამლში გახვეულ რითმას,
ცივი ხელებით და კალმით შევხვდი
როგორც ყოველთვის,მიუსაფარი,
პოეზიისგან ვითხოვდი შველას,
და ამ ღამითაც მე მთვარის შუქზე
სულის მალამოდ დავუწყე ძებნა
ჩემს ქოხში ჩვეულ მუზების ქალღმერთს,
წაუშლელ სახეს,საოცარ ღიმილს,
ვერ ვპატიობდი გუშინდელ ღამეს,
როცა იმედად დამტოვა სიზმრის
ისედაც მცირე დარჩენილ დროში,
როგორ დავკარგო ძილისთვის წამი,
,,შენ უნდა წერო,, იდუმალ ხმაში
რა უფლება მაქვს მოვხუჭო თვალი
ეგებ ეს ჩემი ნატანჯი ლექსი,
მომავალ დ
შეიძლება,
გულში ჰყავდე ადამიანს,
მაგრამ მისგან იყო მიტოვებული,
მისსავე გულში.
ისეც მომხდარა,
შუა ზღვაში მოსწყურებიათ
და წყურვილისგან დამხრჩვალან.
თუ გიყვარს,
კი არ უყოფ, მთლიან გულს აძლევ,
მაგრამ ზოგჯერ
ესეც არ არის საკმარისი.
მთელი ოკეანეც რომ შეგაშხეფო,
ტანზე მხოლოდ ერთი პეშვი წყალი შეგრჩება.
სიყვარულიც ასეა ალბათ...