ნეტავ იმ ქოხში დამაბრუნა შენ რომ კარებთან,
დიდხანს იდექი და ლოდინით როგორ თბებოდი,
სულ სხვა ნაირად მაფასებენ ირგვლივ გარედან,
შენ ის იყავი ვისაც მართლა ვენატრებოდი...ბრმასთან ჭიდილი ქარიშხალთან წააგავს ბრძოლას,
გაღიმება კი ნიღაბია მკვდარი პროფილით.
ღმერთმა შენამდე თუ შემთხვევით გამომიყოლა,
რა მოხდა მერე, ქრისტეც იყო უარყოფილი...ნეტავ ის ქოხი დანგრეული არ იყოს ახლა,
შენ ხომ კარებთან იდგებოდი სანამ მნახავდი.
მეტყოდი, ასე დაკარგულად სადმე ნუ წახვალ,
მაშინ კი ყველა დაბრკოლებას გადავლახავდი...