. . .
მე მაპატიეთ ყალბ სიტყვებზე რომ მტკივა გული
და რომ აქამდე ვერ ვისწავლე "ჭკუა"საერთოდ...
მე მაპატიეთ,რომ ვითმენდი ათასგვარ ტყუილს
და რომ ვცდილობდი ყველაფერი სხვისთვის გამეგო!..
მე მაპატიეთ,საკუთარ თავს დრო რომ დავუთმე,
რადგან აქამდე "მე" რომ იდგა ბოლო ადგილზე...
მე მაპატიეთ,კლდეს რომ გული ვეღარ გავუთბე-
სიცრუესაც რომ თავს ვუხრიდი წლების მანძილზე...
მე მაპატიეთ,ბევრი ცრემლი ჩუმად დაღვრილი...
ის მარტოობაც,უთქმელობაც...მე მაპატიეთ!..
მაშინ,როდესაც ძარღვი მქონდა სისხლით დაცლილი,
თქვენ უმიზეზოდ ადექით და სხვაგან გასწიეთ!
მე მაპატიეთ,დღეს თუ ვცდილობ ჩემთვის ვიცოცხლო,
რადგან ამაზე არ ვფიქრობდი ადრე წამითც...
მე მაპატიეთ,რომ ვიყავი ასე "სულელი"-
ყველა ღრუბელი მარტო ჩემს თავს როცა გაწვიმდა...