მასწავლებელი
სველი სავარცხლით გადამივარცხნა დედამ ბიჭურად შეჭრილი თმები, თეთრი მაისური მოკლე ქვედაბოლოში ჩამიტანა და სკოლამდე ხელჩაკიდული მიმიყვანა.
- აქვე ვიქნები, არ შეგეშინდეს - ხელი გამიშვა და მასწავლებელზე მიმანიშნა.
ტყუილს ამბობდა დედა.
იქვე ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ სახლში რამდენიმე წუთით დატოვებული, აკვანში ჩაკრული ჩემი პატარა ძმა ტირილით აიკლებდა იქაურობას.
სულ ტიროდა ისე.
მამამ უთხრა ერთხელ დედას :
- საჭმელი არ ჰყოფნის, მგონი.
- ვიცი - ისე უკმეხად შეაგება დედაჩემმა ის ერთი სიტყვა , რომ მამაჩემი ადგილზე მოკვდა მაშინ.
მანანა მასწავლებელს ცისფერი ან მწვანე თვალები ჰქონდა და მუდამ მომცინარი სახე.
პირველ გაკვეთილზე
ჩემი აკანკალებული ხელი დაიჭირა თავის თბილ ხელში და დაფაზე სწორი ხაზები