დაგტოვე, მაგრამ ვერ გაგიშვი ჩემი გულიდან,
არ მემეტება მე ამ გრძნობის გარდაცვალება.
სრულიად მარტო დარჩენილა ჩემი სული და
ყოველი წამი უშენობის, გახდა წამება.
მივდივარ, მაგრამ შენთან რჩება ჩემი გონება,
არავის ახსოვს უფრო მეტი ამაზე დარდი.
ყოველი ღამით თავს დამესხმის ის მოგონება. . .
და რომ ესმოდეს დაჭკნებოდა ამაყი ვარდიც.
გავქრები სრულად, თუ ეს შენთვის სიკეთეს ჰბადებს,
ნეტავ გრძნობები სიკეთეა თუ სასჯელია.
ვერ გავექეცი სიყვარულის მე ნასროლ ბადეს,
ახლა რა მელის, არც კი ვიცი რისი ჯერია. . .
დრო და მანძილი უბრალოა - გრძნობასთან სუსტი
და სიამაყემ სიყვარულიც ვერ აზიანოს.
გული რას გეტყვის, ეზიარე - იქნება ზუსტი,
იქნებ დღე - ღამე ერთიანად გაამზიანოს.
შენ შეიძლება ფიქრით გაჰყევ ახლა სხვა ქარებს
და ს
-იცით?
ღამემ ,,პაემანი,, დამინიშნა,
რა ჩავიცვა მთელი გულით ვარჩევ,
ვფიქრობ მგონი თეთრი კაბა მომიხდება
ღამე ნათლად მხოლოდ თეთრ ფერს არჩევს....
-უარი ვუთხრა?
დილით მზესთან მიღალატებს,
ანდა სადმე ანგარებას ნახავს,
მირჩევნია პაემნისთვის მოვემზადო
მესაკუთრე ქალი ვარ და რა ვქნა..
За шестьдесят - так много прав,
Имеешь право просто жить.
И не в обязанность дружить,
И выпить кофе не спеша
С тем,к кому тянется душа.
Не хочешь - можешь не звонить,
Дежурных фраз не говорить.
Жизнь хороша за шестьдесят,
Не лезут в душу все подряд.
Там только те,кто точно друг,
Пусть небольшой остался круг,
Но он надёжней,чем скала,
Так пусть седеет голова.
Не унывать и не грустить!
За шестьдесят - так классно жить!
/Г.Викторова/
ჩვენით შეშლილი დრო გაიყინა,
ბედნიერების, შედგნენ წამები,
სხვისგან უჩუმრად, ქარმა გადმომცა,
მე შენი გულის დანაბარები,
მზემ დამასახლა შენს მკერდთან ახლოს,
მაშინ, როდესაც რეკდნენ ზარები
და ჩამეღვარა სულში სიმშვიდე,
როცა ვიხილე შენი თვალები,
შენს გულის ძგერას ჩემსას ვაყოლებ,
მერე კი შენში კვლავ ვიკარგები,
აღარ მაშინებს, რომ გავილევი
და წლების რისხვით დავჩიავდები,
როცა მუხლებში სისუსტეს ვიგრძნობ
და დაეტყობა სახეს ღარები,
ვიცი, რომ მაინც მოგეწონები,
მჯერა, ყოველთვის რომ გეყვარები,
დროის სიმუხთლე მე რას დამაკლებს,
თუნდ შემოდგომის რეკდენ ზარები,
მე ჩემს გაზაფხულს შენში ვიპოვნი,
სიბერეს შენში დავემალები...