გილოცავთ მირქმის საუფლო დღესასწაულს.
სიტყვა “მირქმა” გულში ჩაკვრას ნიშნავს.
ამ დღეს ადამიანი შეხვდა
ღმერთს იერუსალიმის ტაძარში. ამ დღეს დასრულდა ძველი აღთქმა და დაიწყო ახალი აღთქმა.
საინტერესო ტრადიცია უკავშირდება მირქმას, რომლის უძველესი სახელწოდებაა ლამპრობა.
იერუსალიმის ეკლესიაში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მთელი მსახურების მანძილზე მორწმუნეები სანთლებს არ აქრობდნენ, შემდეგ კი ეწყობოდა ლიტანიობა. თანთან ტრადიცია ყველა ეკლესიაში გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა სამწუხაროდ მე 18 საუკუნიდან ეს ტრადიცია ნელნელა დავიწყებას მიეცა.
სასიხარულოა, რომ დღეს ქართულ ეკლესიაში აქტიურად ფიქრობენ მის აღდგენაზე.
შეგეწიოთ მირქმის მადლი, გაიხარეთ და მადლით აღგავსოთ უფალმა.