იცით რა მოხდა?
სული ამომხდა ,
რკინის ხელკეტი,
თავში რომ მომხვდა .
მარტოდ ვიყავი ,
ბევრი შემომხვდა ,
არვინ დამინდო
რაგბის ბურთივით
ხელში ჩამიგდო
უგულოდ მცემეს,
გულო რა გიყო !
გულ წასული კი,
არაგვმა წამიღო
ყველანი წავიდნენ ,
მაშველი არ იყო,
სიცოცხლე ჩემი,
ქარმა წაიღო.
ვაი დედიკო !
მითხარ რა გიყო,
ვეღარ დაგიბრუნდი,
დათვებმა რა მიყო.
ვეღარ ვივაჟკაცე ,
საძმომ მიმატოვა ,
ძმობა არ იყო ,
ყველამ სამალავად ,
ბუჩქები გაიყო .
ამდენს შევერკინე ,
ცარიელ ხელებით,
ტანზე მეხვეოდნენ ,
მამტვრევდნენ გველები.
რომ ვერ გამეცურა ,
მომტეხეს ხელები,
დღეს სიტყვას არ ძრავენ,
გვერდით ჰყავთ მცველები.
მე ,კი მიწაში მილპება ხელები ,
ღმერთო მომხედეო
ამას გევედრები!
აქ ,როცა დაგხვდებით,
ნუ შემევედრებით.
აღარ
დანაშაული მე ჩავიდინე, მეგობარო შენ რომ შეგიყვარე,ეს მე დავაშავე ,რომ ყველაფერი დავთმე და გულში მხოლოდ შენ შეგიფარე,ახლა მე ვისჯები, მაგრამ მაინც!- ისევ შენ გინატრე...
მ.მ
დაიმახსოვრეთუ კი რამე დაკარგე გიხაროდეს რომ ბევრი არ დაგიკარგავს. თუ ბევრი დაკარგე, გიხაროდეს რომ ყველაფერი არ დაგიკარგავს და თუ ყველაფერი დაკარგე, გიხაროდეს რომ აღარაფერი გაქვს დასაკარგი.
ანუ ასეა თუ ისე, გიხაროდეთ დღეს ცოცხლები და ჯანმრთელები ხართ. დაკარგული ისევ მოვა..
არ მჯერა, რომ ადამიანი, რომელსაც გულში სიკეთე ჰქონდა გაბოროტდა, ეს ხომ შეუძლებელია. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა, ბევრი ტკივილი და ღალატი იგემა სიკეთის წილ, მაგრამ გულში ბოროტებისთვის ადგილი არ დაუთმია. დიახ, მე ვფიქრობ, რომ კეთილი ადამიანები არ ბოროტდებიან, შეიძლება ხელი გაუშვან არასწორ ადამიანს, თავიც დაიფასონ და აღარც ხმა გასცენ მას, ვინც უდიერად მოეპყრა, მაგრამ გაბოროტებით არასოდეს. ღმერთი ჩვენთანაა, რაც, არუნდა შეგხვდეთ წინ არ გაბოროტდეთ
რამდენი დაბრკოლებაც მხვდება წინ, იმდენად ვძლიერდები! რამდენი ეკალიც მხვდება გზად, იმდენ ვარდს ვახარებ! რამდენ გამოცდასაც მომიწყობს ცხოვრება, იმდენჯერვე ჩავაბარებ! რამდენჯერაც, შემცივდება, იმდენჯერვე მზე გამათბობს! რამდენჯერაც ძირს წამაქცევთ, იმდენჯერვე წამოვდგები!რამდენადაც რთულია ცხოვრება, მით უფრო ბრძოლის უნარიანი ვხდები!არ მეშინია ცხოვრებისეულ გამართულ ბრძოლის,წაგებას არ ვეგუები! მიხარია ყოველი გათენებული დილა,დილა რომელიც სიცოცხლის ხალის მმატებს.ცხოვრება ომია,ომში კი ძლიერები იმარჯვებენ!
არცერთი მიზეზი არ არსებობს,
რომელიც ცხოვრებას შემაძულებს.
ოდესმე წავალ და ასე ვიტყვი:
მე ჩემი მისია შევასრულე.
ყოველთვის იქნება წინაღობა...
ყოველთვის იქნება გამოწვევა...
- ზოგს უნდა ამ გზების გადაღობვა,
- ზოგს გზაში გასწრება, წამოწევა...
არცერთი მიზეზი არ არსებობს,
ისეთი, რომელიც შემაბრკოლებს.
იქნება ყოველთვის მოშურნე და
მე ეს საერთოდ არ მაოცებს...
იმდენი ყვავილი ამოსულა,
რომ მიწა მეჯლისად მოუწყვიათ.
ცაზე მზე ნარცისად ამოსულა,
დილიდან სიცილი დაუწყია...
არვიცი რამ უნდა გამაკვირვოს,
მხოლოდ თუ სიკეთით გავკვირდები.
ღირსებას, ზრდილობას როცა ვხედავ,
სიამით, სიმშვიდით ვაკვირდები.
ცხოვრება მაჭარი, დაღვინდები!
ვიღაცა მოგბაძოს შეეცდება...
ყოველთვის სხვის როლში ვერ იქნება,
რაღაცა მარტივად შეეშლება