ცისფერთვალა კესანები თავი 4 (ავტ. მზია კაპანაძე) იგორი გიჟივით ეცა მაიას. -მაიკო, მაიკო. ჩემო მაიკო. ამოხდა იგორს გულიდან და გონწასული ქალი გულში ჩაიკრა. გონს მოსულ მაიკოს ხელი უშვა. თავი საშინლად ასტკივდა და თავზე ხელები წაიჭირა. -ზაზა, ცოცხალი ხარ? -მე იგორი ვარ. იგორ მატვეევი. გაოცებულმა უპასუხა იგორმა. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. თითქოს გაორებული იყო. წარსულის მოგონებებს ამოხეთქვა სურდა, მაგრამ რაღაც ძალა არ უშვებდა. -არა, შენ ჩემი ზაზა ხარ, ჩემი ზაზა გიგანი. -ზაზა გიგანი?! ვინაა ზაზა გიგანი. თითქოს ნაცნობი და ახლობელია. -ზაზა, რა გემართება საყვარელო? გაოცებულმა კითხა მაიკომ. -საყვარელო? -ზაზა, მეგონა მოკვდი, ცოცხალი ხარ, მაგრამ ვერ ვხვდები რა გჭირს. ვერ მც
გრძნობებთან ჭიდილი
ნაწილი 23.
_ ღმერთო ჩემო! ნუთუ საქართველოში ხდება ამგვარი რამეები?
_ ეგ ყველგან ხდება, არა მარტო საქართველოში, მაგრამ არა უშავს, უსაშველო არაფერია. მაგ ნაბიჭვარს არ შევარჩენ ჩემი ძმის სიკვდილს.
_ იმედია, ბიძაშენი დაგეხმარება. რა კარგი კაცი ყოფილა სინამდვილეში. არადა, რა ცუდ რამეებს ამბობენ მასზე.
_ რახან შენ მოგეწონა, ესე იგი, კარგი კაცი ყოფილა, _ ალერსიანი მზერა მესროლა მაქსმა, _ კიდევ კარგი, მაგან მაინც მოგისმინა. მე უნდა დამეჯერებინა შენთვის. შევცდი. ვერა და ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ეს ყველაფერი დათომ მოაწყო. ყოველთვის მეგონა, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა, არასდროს ეჭვი არ შემპარვია მის ერთგულებაში.
_ მაგრამ ჯერ ხომ ზუსტად არ ვიცით, არის თუ არა დამნაშავე. იქნებ ვცდები?
_
შვილები
თავი მე 3 ე
...............
სოფელი ყოველგვარად დატვირთული იყო ლიასთვის, და მას არც იმის უფლება მისცეს გასულიყო და მისი თავისთვის და შვილებისთვის მიეხედა, ლიას სახლში მობრუნებას ძმა და რძალი დიდი სიამოვნებით არ განეწყვნენ, პირიქით ჩასჩიჩიბებდნენ რომ მას არ შეეძლო შვილების აღზრდა და არც თქვენ მოხუცებს სად გაქვთ იმის ძალა ამათ ზდიოთ, ამიტომ რამე ზომები უნდა მიიღოთ, თორემ ჩვენ აქ ჩამომსვლელები არ ვართო,
--- განა ესა გამონაკლისი რომ შვილს აბარაბენ ბავშთა სახლში?,
ლია აზრზე არ იყო რას უწყობდა მას მისი დედმამიშვილი და თავად მშობლებიც, თუმცა ისიც ვერ გაეგო თუ რატომ იყვნენ მის მიმართ ასე გულგრილად,რატომ ექცეოდნენ სხვისი შვილივით და როგორც მოჯამაგირედ ოჯახში, სხვა რა გზა ქონდა შვილების