სევდა ღამეს მითევს ისევ,
ფასი დაეკარგა დროსაც,
ვისზე ვსჯა-ბაასობთ ვისზე?..
ქმარი აღარ ჰყვარობს ცოსლას..
როგორ დავიღალე ღმერთო,
როგორ დამიმძიმდა სული,
მოსეს რატომ ტოვებ კვერთხო?..
ნუთუ შენც გიზიდავს ფული..
ვაი.. უბედურო თავო,
როგორ ვეღარაფერს ვერ ცვლი,
რატომ მიიყუჩე მთაო?..
როცა ის უღმერთო გვებრძვის?!..
Shobis game dgebao,sascauli xdebao,cminda santeks avantebt panjris sarkmelzedao,shobis games movixmobt deda gvtismshobelsao,saxli misi stumrobit madlit agivsebao.shobis game dgebao,qriste ibadebao,yvela sascauli xom shobis games xdebao
ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა
ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.
დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.
განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალი
ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.
დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას
წინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა.
გელა დაიაური